კ ვ ლ ე ვ ი ს
ა ნ გ ა რ ი შ ი
საკვლევი თემის
დასახელება - სასკოლო
შეფასება და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა
2016-2017 წელი
ავტორი დავით ნავდარაშვილი
შესავალი
მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების,
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული მასწავლებლების
დამატებითი აქტივობების ფარგლებში განხორციელდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის საჭიროებების კვლევა.
კვლევის მიზანია - სწავლა-სწავლების
ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მოსწავლის შეფასების სრულყოფის საჭიროებათა კვლევა.
მოპოვებული მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონაცემთა, საცდელი კვლევების (ტესტირება)
და სამიზნე ჯგუფების აზრის ანონიმური გამოკითხვის შედეგად დაგროვდა მონაცემები მოსწავლეთა
სწავლა - სწავლების ხარისხის შესახებ.
კვლევის აქტუალურობას
განაპირობებს უკუკავშირი სწავლის შესახებ მოსწავლისა
და მასწავლებლისათვის. ამავე დროს მოხდება შეფასება და შეივსება ,,ღიობები“ მოსწავლის
არსებულ კომპეტენციებსა და სასურველ/სამიზნე კომპეტენციებს შორის.
კვლევის შედეგების
საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება სკოლის ადმინისტრაციას,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე
რეფორმის ფარგლებში ეფექტიანი სტრატეგიის დაგეგმვაში.
კვლევის შედეგებით
მასწავლებელი შეძლებს შეფასების სრულყოფას:
სწავლების მიზნების დასახვას, წარმატების კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, მოსწავლეთა
საჭიროებებისადმი სასწავლო აქტივობათა მისადაგებას ანუ სწავლების დიფერენცირებას, სკაფოლდინგს
მოსწავლეთა განვითარების უახლოეს ზონაში.
კვლევის შედეგი
იქნება გაურკვევლობათა აღმოფხვრის გზით მოსწავლეთა ცოდნის და უნარ-ჩვევებში არსებული
,,ღიობების“ ამოვსება.
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევა ჩატარდა მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრების მონაცემთა ანალიზით, კატ-ის საგამოცდო საგნებში: ქართული ენა
და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ისტორია, მათემატიკა, გეოგრაფია, ქიმია, ბიოლოგია და
ფიზიკა საცდელი კვლევით
(ტესტირება) და სამიზნე ჯგუფების (მოსწავლე,
მასწავლებელი, მშობელი) ანონიმური გამოკითხვის მეთოდით, კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი, რომელიც
მოიცავდა,
როგორც
ღია,
ისე
ფორმალიზებულ
კითხვებს. ასევე გამოყენებული იქნა მასწავლებელთა გაკვეთილზე დაკვირვების კითხვარი
და სკოლის
მასწავლებელთა სასწავლო საჭიროებების კვლევა.
გამოკითხვამ მოიცვა მოსწავლეები
მე-5 კლასი - 26 რესპოდენტი; მე-6 კლასი - 28 ; მე-7 კლასი- 29; მე-8კლასი- 34; მე-9ა-
19; მე-9ბ - 18; მე-10 კლასი - 21; მე-11 კლასი - 11 მოსწავლე, მათი მშობლები და მასწავლებლები.
სულ 390 რესპონდენტი. გამოკითხვა და
კვლევა ჩატარდა 2016 წლის ნოემბერიდან
2017 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში. კვლევის მონაწილეებიდან მდედრობითი სქესის
რესპონდენტებმა
– 62,2%, ხოლო
მამრობითი
სქესის
რესპონდენტებმა
37,8% შეადგინეს.
კვლევის მიმდინარეობა
- მონაცემთა შეგროვება
კვლევის მიმდინარეობისას მონაცემი შეგროდა შემდეგი კომპონენტების
მიხედვით:
·
2016-2017 სასწავლი წლის პირველი სემესტრის აკადემიური
მოსწრების მონაცემები.
·
საცდელი კვლევის (ტესტირების) შედეგები.
·
2016-2017 სასწავლი წლის მეორე სემესტრის მიმდინარე
შეფასება.
·
მშობელთა გამოკითხვა.
·
მოსწავლეთა გამოკითხვა.
·
მასწავლებელთა გაკვეთილზე დაკვირვების კითხვარი.
·
სკოლის მასწავლებელთა სასწავლო საჭიროებების კვლევა
2016-2017 სასწავლი წლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მონაცემებისა
და
საცდელი კვლევის (ტესტირების) შედეგები.
ტესტირების და სემესტრული შეფასების
საფუძველზე შედგა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების
შედარებითი დიაგრამა - ტესტირების შედეგების სემესტრულ შეფასებასთან.
მე-9ა
კლასი
მე-9 ბ კლასი
მე-10 კლასი
მე-11 კლასი
მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრების შედარებითი დიაგრამის - ტესტირების შედეგებისა და სემესტრული შეფასებების მიხედვით ნათლად ჩანს მასწავლებელთა მხრიდან ობიექტური შეფასების დეფიციტი. ნიშნების
უმრავლესობა დაწერილია სუბიექტურად და არ ასახავს რეალობას.
მშობელთა გამოკითხვა.
გამოიკითხა მოსწავლეთა მშობლები, სულ 177 რესპოდენტი. ანონიმური ანკეტირებით
დასმულ კითხვებზე შედეგები შემდეგნაირია:
რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თქვენი
შვილი -
დადებითად აფასებს - 21%, სიზარმაცეს უჩივის 46%,
შრომისმოყვარეობა
მოსწონს 33%
მისი
ხასითის რომელ თვისებას
მიიჩნევთ
ა) განსაკუთრებით დადებითად - სამართლიანობა- 38%, ზრდილობიანი - 19%,
თავმოყვარეობა - 43%
ბ) განსაკუთრებით უარყოფითად - სიჯიუტე - 42%, სიზარმაცე - 58%
ოჯახის რომელ წევრთანაა უფრო ახლოს - დედასთან - 87%, დედმამიშვილთან 11%, მამასთან - 2%.
საქმიანობა, რომელსაც ხალისით
აკეთებს - საოჯახო საქმეებში დახმარება - 25%,
გართობა - 75%
პრობლემა, რომელსაც აწყდები
მასთან ურთიერთობისას - მშობელთა 70% პრობლემას ვერ ხედავს,
პიროვნულ ქცევას მიიჩნევს - 25%, კითხვაზე არ უპასუხა - 5%.
თქვენი
აზრით, რა შეიცვალა
შარშანდელთ ან შედარებით თქვენი
შვილის სასკოლო ცხოვრებაში - სკოლის შენობის რეაბილიტაციის შედეგად
სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - 99%.
როგორ
ატარებს თავისუფალ დროს - გამოკითხულთა კომპიუტერთან/ტელეფონთან/ტელევიზორთან
- 52%, სპორტი - 34%, ცეკვა - 8%, წიგნის კითხვა - 6%.
ჩემი
შვილის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრებით
ა) კმაყოფილი ვარ - 6%
ბ) არა ვარ კმაყოფილი - 94%
თქვენი სურვილები,მოლოდინები, რომელიც
გინდათ სკოლამ გაითვალისწინოს მომავალში
სწავლა -
სწავლების ხარისხის ამაღლება - 74%
სწავლისათვის
სახალისო გარემოს შექმნა - 24%
პასუხის
გაცემა უჭირს - 2%
მოსწავლეთა
გამოკითხვა
ჩატარდა
მოსწავლეთა გამოკითხვა, სულ 186 რესპოდენტი. ანონიმური ანკეტირებით დასმულ
კითხვებზე შედეგები შემდეგნაირია:
რამდენიმე
სიტყვით დაახასიათეთ საკუთარი თავი
ბეჯითი - 23%
შრომისმოყვარე - 27%
ჯიუტი - 12%
ზარმაცი - 38%
ოჯახის წევრებიდან უფრო ახლოს ვარ:
დედასთან - 74 %
მამასთან - 5%
დედმამიშვილთან - 21%
საქმიანობა, რომელსაც ხალისით ვაკეთებ:
ვეხმარები მშობლებს საოჯახო საქმეში - 28%
თანატოლებთან თამაში - 39%
შინაური ცხოველების მოვლა - 18%
მიჭირს პასუხის გაცემა - 15%
პრობლემა,
რომელსაც ვაწყდები კლასელებთან
ან მასწავლებლებთან ურთიერთობისას
პრობლემა არ მაქვს - 89%
მიჭირს პასუხის გაცემა - 11%
ჩემი პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრებით
ა) კმაყოფილი ვარ - 65%
ბ) არა ვარ კმაყოფილი
- 35%
ჩემი აზრით, შარშანდელთან
შედარებით სასკოლო ცხოვრებაში შეიცვალა
შემდეგი:
სკოლა გარემონტდა და სასწავლო გარემო მოწესრიგდა -
98%
სწავლა ხალისიანი გახდა - 2%
ჩემი ნება რომ იყოს სასკოლო ცხოვრებას შევცვლიდი
სწავლა ხალისიანი იყოს
- 78%
საშინაო დავალებები ნაკლებად
გვეძლეოდეს - 22%
სურვილები, მოლოდინები, რომელიც მინდა კლასის დამრიგებელმა და მასწავლებლებმა გაითვალისწინონ მომავალში.
მასწავლებელთა გამოკითხვა.
2017 წლის
1-4 მაისს ჩავატარე სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის
მასწავლებელთა სასწავლო საჭიროებების კვლევა
კვლევის მიზანი
|
სსიპ-
მცხეთის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
ძეგვის
საჯარო
სკოლის პედაგოგთა შორის კვლევის ჩატარების შედეგად გამოიკვეთოს სასწავლო საჭიროებები,რომელიც ხელს შეუწყობს
მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და უზრუნველყოფს სკოლის
წარმატებას.
|
საკვლევი საკითხი
|
საჯარო
სკოლაში
პედაგოგთა
სასწავლო საჭიროებების დადგენის მიზნით
კითხვარების შედეგების ანალიზი.
დადგინდეს და გაანალიზდეს საკუთარი და კოლეგების საჭიროებები, პროფესიული განვითარებისათვის.
|
სამიზნე ჯგუფი/გამოკითხულთა რაოდენობა
|
სამიზნე ჯგუფი: სკოლის 27 პედაგოგი.
|
კვლევის ინსტრუმენტი
|
ფოკუსჯგუფის ჩამოყალიბებისა და მუშაობის შედეგად სკოლაში
გაიზარდება თანამშრომლობითი კულტურა, განსაკუთრებით ჯგუფის წევრებს
შორის.
გამოკითხვა
ჩატარდება
წინასწარ
შემუშავებული
კითხვარის
შესაბამისად.
|
კვლევის მიმდინარეობა
|
სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება
უმნიშვნელოვანესიფაქტორია,ამიტომ სკოლაში მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს კვლევასკოლის სასწავლო საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების შესხებ,რაც ხელსშეუწყობს სწავლებისა
და სწავლის პროცესის ეფექტიანობის გაზრდას.
ამ მიზნით მკვლევარმა
პედაგოგმა დ. ნავდარაშვილმა შევიმუსავე კითხვარი და სთხოვა მასწავლებლებს, მაქსიმალურად გულწრფელნი ყოფილიყვნენ პასუხის გაცემისას.
კვლევამ გამოიწვია სკოლის ინტერესი, თუმცა როგორც შედეგებმა ცხადყო მასწავლებელთა ნაწილი არ მიუდგა პასუხისმგებლობით
კვლევას. კვლევის საგანი: მასწავლებელთა საჭიროებების განსაზღვრა
|
კვლევის შედეგი
|
კვლევის
შედეგების
ანალიზმა
ცხადყო:
- თავისი
პროფესიული
მომზადებით
კმაყოფილება
გამოთქვა
მასწავლებელთა
მცირე
ნაწილმა,
ხოლო
ძირითადი
ნაწილი
„ნაწილობრივ“
კმაყოფილი
არის
თვისი
პროფესიული
მომზადებით.
- „მეთოდური
მიმართულებით“
პროფესიული
განვითარების
მსურველი
არის
მასწავლებელთა
თითქმის
80%, „ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური“
მიმართულებით
- 15%
- პროფესიული
ცოდნის
გაღრავება
მასწავლებლებს
ძირითადად
უნდათ
თანამედროვე
ტექნოლოგიების
დანერგვაში,
სწავლების
ეფექტიან
მეთოდებში,
მოსწავლეთა
ცოდნისა
და
უნარების
კონტროლში,
მასწავლებლის
საქმიანობის
ორგანიზებაში,
თვითშეფასების
ანალიზსა
და
მოსწავლეთა
საქმიანობის
ორგანიზებაში.
- მასწავლებელთათვის
ყველაზე
დიდი
სირთულეა
- ინტეგრირებული
თემების
განსაზღვრა,
მოსწავლეთა
კვლევითი
საქმიანობის
ორგანიზება
და
სასწავლო
პროექტებზე
მუშაობა.
- პროფესიული
განვითარების
ფორმებში
მასწავლებლებმა
უპირატესობა
მიანიჭეს
თვითგანვითარებას,
ტრენინგებსა
და
თეორიულ
სემინარებს,
კათედრებზე
მუშაობას.
- მასწავლებლებმა
სურვილი
გამოთქვეს
ძირითადად
სწავლების
მეთოდებსა
და
ეფექტიან
გამოყენებაში,მოსწავლეთა
ასაკობრივ
თავისებურებების
შესახებ
ჩატარებულ
პროგრამებში,
ყველაზე
მცირე
პროცენტი
კი
მიიღო
მასწავლებლის
პროფესიული
ეთიკის
პროგრამამ.
- მასწავლებელთა
საქმიანობაში
ყველაზე
დიდი
მოტივატორია
- შესრულებული
საქმით
მიღებული
კმაყოფილება
და
ხელფასის
გაზრდა.
|
დასკვნა
|
კვლევამ გამოკვეთა პედაგოგთა დიდი ნაწილის სურვილი, აითვისონ სიახლეები,
რაც იძლევა იმის იმედს, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან
თვითგანვითარების ჯგუფის საქმიანობაში და იზრუნებენ პროფესიულ
განვითარებაზე.ასევე
აქტიურად ჩაერთვებიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებულ აქტივობებში.
|
• მასწავლებელთა გაკვეთილზე დაკვირვების კითხვარი.
იხილე
დანართი pdf ფაილი: გაკვეთილებზე
დაკვირვება, მასწავლებლის შეფასება.
დასკვნები და რეკომენდაციები
შესრულებული კვლევის
მიზანია შეფასებისა და
სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი
მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, სწავლის ხარისხის გაკონტროლებას. ხარისხის გაუმჯობესება უკავშირდება სწავლის პროცესს, ხარისხის გაკონტროლება კი - სწავლის შედეგს.
კვლევის შედეგად
წარმოჩინდა, რომ შეფასების რუბრიკის შედგენა და მისი მართებული გამოყენება ბევრი მასწავლებლისათვის
პრობლემას წარმოადგენს.
ხშირია შემთხვევა, როდესაც რუბრიკის კრიტერიუმები სწორედ მოცემული დავალების
კომპონენტებსაა მორგებული და არა სასწავლო მიზნებს. მსგავსი მდგომარეობა ნეგატიურ გავლენას
ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე. ხშირად მასწავლებელი რუბრიკას მხოლოდ ნიშნის დასაწერად
იყენებს და უგულებელყოფს ამ ინსტრუმენტის როგორც განმავითარებელი შეფასების მრავალმხრივ
პოტენციალს, ყოველივე ეს კი ნეგატიურ გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე.
ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მასწავლებლები მოსწავლეების ცოდნის და მათი უნარ-ჩვევების შესაფასებლად სხვადასხვა მეთოდებიდან - ტესტირება, მასწავლებლის დაკვირვება, მოსწავლის თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება და კომენტარი (გამოხმაურება) ძირითადად იყენებენ მხოლოდ ტესტირების მეთოდს, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასებისათვის. ხოლო რაც შეეხება დიაგნოსტიკურ მიზნით შექმნილ ტესტებს, რაც მასწავლებელს მოსწავლეების ცოდნის, ან უნარ-ჩვევების მიხედვით დაჯგუფების საშუალებას მისცემს, ასეთი პედაგოგების მიერ არ გამოიყენება.
წინამდებარე კვლევის
შედეგად მიღებული მონაცემის მიხედვით დადგინდა, რომ ერთის მხრივ 2016-2017 სასწავლი
წლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მონაცემების 2016-2017 სასწავლი წლის
მეორე სემესტრის მიმდინარე შეფასებისა და მეორეს მხრივ საცდელი კვლევის (ტესტირების)
შედეგების შეჯერებით ნათლად ჩანს მასწავლებელთა მხრიდან ობიექტური შეფასების დეფიციტი. ნიშნების
უმრავლესობა დაწერილია სუბიექტურად და არ ასახავს მოსწავლეთა ცოდნის რეალურ დონეს.
შესრულებული სკოლის
საჭიროებების კვლევა დროული და აქტუალურია. იგი საშუალებას გვაძლევს ანალიზი მოვახდინოთ
მოსწავლეთა შეფასების სუბიექტივიზმში.
რეკომენდაცია: აკადემიური
მოსწრების შეფასება უნდა იყოს ხშირი
და მრავალმხრივი, რათა მან, ერთი
მხრივ, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა
მრავალმხრივ განვითარებას, როგორც ამას მოითხოვს ეროვნული
სასწავლო გეგმა და, მეორე მხრივ,
საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების თანაბარი
პირობები შეუქმნას განსხვავებული პოტენციალის მქონე ყველა მოსწავლეს. მრავალმხრივი განვითარების უზრუნველყოფა მოითხოვს მოსწავლის შეფასებას მრავალგვარი კრიტერიუმის გამოყენებით და მრავალფეროვანი აქტივობების
(მაგ., ესე, პროექტი, ზეპირი
გამოსვლა, ექსპერიმენტი, ცდის ჩატარება, წარმოდგენა,
წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის
ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.) საშუალებით,
რაც მოსწავლეებს მისცემს არა მხოლოდ ცოდნის, არამედ უნარ-ჩვევების ფართო
სპექტრისა და აზროვნების განსხვავებული
ფორმების დემონსტრირების საშუალებას.
შეფასების რუბრიკის შედგენისას მასწავლებლებმა საჭიროა გაითვალისწინონ,
რომ ვაფასებთ სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხს და არა კონკრეტულ დავალებას. რუბრიკა უნდა შედგებოდეს სამი კომპონენტისაგან: ა) სამუშაოს
შეფასების კრიტერიუმები, ბ)შეფასების სკალა (მიღწევის ხარისხობრივი დონეები); გ)შეფასების
სკალაზე გადანაწილებული მიღწევის დონეების დონეების აღწერილობები. სწორედ ამ კომპონენტების
მართებულად განსაზღვრა წარმოადგენს ეფექტური რუბრიკის შედგენის წინაპირობას.( ჟურნალი
,,მასწავლებელი“ #1 2017.)
კვლევის შედეგად განხორციელდება ინტერვენციები, კერძოდ, მოსწავლეთა ცოდნის რეიტინგული სისტემის დანერგვა და ყოველი თვის ბოლოს მოსწავლეთა რეიტინგის გამოქვეყნება მიღწევების შეფასების სამივე კომპონენტის (საშინაო, საკლასო,შემაჯამებელი) შესაბამისად.
აღნიშნული ცვლილება შეტანილი უნდა იქნას სასკოლო სასწავლო გეგმაში და სავალდებულო გახდეს ყველა პედაგოგისათვის.
მშობელთა გამოკითხვის, მოსწავლეთა გამოკითხვის, მასწავლებელთა გაკვეთილზე
დაკვირვების კითხვარის და სკოლის მასწავლებელთა
სასწავლო საჭიროებების კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა
მხარს უჭერს შეფასების სისტემის სრულყოფილ ამოქმედებას, ანუ, ქაღალდზე კარგად არის
ჩამოყალიბებული, საჭიროა ცხოვრებაში მისი რეალურად სრულყოფილი განხორციელება. პედაგოგთა
75% სურვილი აქვს სხვადასხვა ტრენინგების საშუალებით აიმაღლოს საკუთარი პროფესიონალიზმი.
მშობელთა 67% სურს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, ხოლო მოსწავლეთა 84% -სათვის
სწავლების სახალისო გარემოს შექმნაა აუცილებელი. გამოკითხულ მშობელთა 43% და მოსწავლეთა
38% უკამაყოფილოა სემესტრული და მიმდინარე აკადემიური შეფასებით.
რეკომენდაცია: კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე, თუ
რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს შეირჩეს განსხვავებული აქტივობები, შეიცვალოს სწავლების სტრატეგია,
მიეცეს რჩევა-დარიგები
და სხვ.
საშინაო და საკლასო დავალებებში განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინაა სასურველი, როცა მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, ექსპერიმენტის შეფასების სქემა, დისკუსია და სხვა.
სწავლა-სწავლების
ხარისხის ზრდისათვის აუცილებელია პროექტებით სწავლების დანერგვა. საგნების მასწავლებლებს სასკოლო
სასწავლო გეგმით უნდა დაეკისროთ ვალდებულება სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელონ
მინიმუმ ერთი სასწავლო პროექტი მაინც.
სასკოლო სასწავლო
გეგმაში შეტანილი ცვლილებების მონიტორინგის მიზნით იქმნება ჯგუფი.
მასწავლებელმა
მოსწავლეების ცოდნისა და მათი უნარ-ჩვევების შესაფასებლად სხვადასხვა მეთოდები უნდა
გამოიყენოს. ეს მეთოდებია ტესტირება, თვითშეფასება, თანატოლის შეფასება, მასწავლებლის
დაკვირვება და კომენტარი.
მასწავლებლის
მიერ მოსწავლეებზე დაკვირვება მიმდინარე შეფასების ერთ-ერთი მეთოდია. საჭიროა მასწავლებელი
სისტემატურად დააკვირდეს მოსწავლეს, ჩაიწეროს დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები.
იგი ამგვარად შეაგროვებს მეტედ საჭირო ინფორმაციას მოსწავლეების შესახებ და შესაბამისად
დაგეგმავს სასწავლო პროცესს.
ასევე მნიშვნელოვანია
მოსწავლეების მიერ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიღებული ცოდნის შეფასება თვითშეფასებით,
ხოლო მეგობრის, თანაკლასელის შეფასება - თანატოლთა შეფასებით. თვითშეფასების ან თანატოლთა
შეფასების ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა შეფასების სქემებია. მასწავლებელმა უნდა
შეძლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევისა და საჭიროების მიხედვით მარტივი და კონკრეტული
შეფასების სქემის შემუშავება. ეს საკითხი დეტალურად არის განხილული მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის 2010 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში ,,სწავლება და
შეფასება.“
დასკვნა: შეფასება
სწავლისა და სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასება
არის საგნის, მოვლენის ან პროცესის შესაბამისობის განსაზღვრა წინასწარ დადგენილ კრიტეტიუმებთან.
შეფასების საშუალებით, მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა მიღწევების შესაბამისობას სასწავლო
გეგმით და სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
სასკოლო შეფასება სწავლა-სწავლების ხარისხის მართვის
უპირველესი საშუალებაა.
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საჭიროებათა კვლევა
საკვლევი თემის დასახელება - სასკოლო შეფასება და სწავლა-სწავლების ხარისხის
მართვა
2016-2017 წელი
ავტორი დავით
ნავდარაშვილი
რეფლექსია კვლევის შედეგების
გაზიარების შესახებ
შეფასება სწავლისა
და სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასება არის საგნის,მოვლენის
ან პროცესის შესაბამისობის განსაზღვრა წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებთან. შეფასების
საშუალებით, მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა მიღწევების შესაბამისობას სასწავლო გეგმით
და სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კვლევის ჩატარებამ
საშუალება მოგვცა ზუსტად განვსაზღროთ სკოლის საჭიროებანი.
ჩატარებული კვლევის
შედეგად დადგინდა, რომ მასწავლებლები მოსწავლეების ცოდნის და მათი უნარ-ჩვევების შესაფასებლად
სხვადასხვა მეთოდებიდან - ტესტირება, მასწავლებლის დაკვირვება, მოსწავლის თვითშეფასება,
თანატოლთა შეფასება და კომენტარი (გამოხმაურება), ძირითადად იყენებენ მხოლოდ ტესტირების
მეთოდს, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასებისათვის. ხოლო რაც შეეხება დიაგნოსტიკურ მიზნით შექმნილ ტესტებს,
რაც მასწავლებელს მოსწავლეების ცოდნის ან უნარ-ჩვევების მიხედვით დაჯგუფების საშუალებას
მისცემს, ასეთი პედეგოგების მიერ არ გამოიყენება.
კითხვარები შედგენილი
იყო ვალიდურად, მათი ანონიმურობა გულახდილი გამოხატვის საშუალებას იძლეოდა.
კვლევის შედეგად
განხორციელდება ინტერვენციები, კერძოდ, მოსწავლეთა ცოდნის რეიტინგული სისტემის დანერგვა
და ყოველი თვის ბოლოს მოსწავლეთა რეიტინგის
გამოქვეყნება მიღწევების შეფასების სამივე
კომპონენტის (საშინაო, საკლასო,შემაჯამებელი) შესაბამისად.
აღნიშნული ცვლილება
შეტანილი უნდა იქნას სასკოლო სასწავლო გეგმაში და სავალდებულო გახდეს ყველა პედაგოგისათვის.
მოსწავლის რეიტინგი
უნდა ეცნობოს მშობელს, კლასის დამრიგებლის მიერ, შემდგომი რეაგირებისათვის.
ჩემს მიერ შესრულებული
სკოლის საჭიროებების კვლევა დროული და აქტუალურია. იგი საშუალებას გვაძლევს ანალიზი
მოვახდინოთ მოსწავლეთა შეფასების სუბიექტივიზმში.
გამოკითხულ მშობლთა
43% მიაჩნია, რომ შეფასების სისტემას შესრულების ნაწილში უჭირს და საჭიროებს მასწავლებელთა
სუბიექტივიზმის აღმოფხვრას.
მასწავლებელთა
უმრავლესობა თავს არიდებს ცოდნის შეფასების მრავალფეროვნებას და შემოიფარგლება მხოლოდ
ტესტური შემოწმებებით.
ტესტირების მსვლელობაზე
დაკვირვებამ წარმოაჩინა, რომ ადგილი აქვს პლაგიატიზმს, მოსწავლეთა ნაწილი ცდილობს პასუხები
გადაიწეროს და პედაგოგები ამას ვერ უმკლავდებიან.
ტესტირებაში საჭიროა
დაინერგის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი საშუალებით დადგინდეს მოსწავლეთა
ცოდნის დონე.
კარგი სწავლის
დაფასებამ სწავლის მოტივაციას გაუძლიერებს
მოსწავლეებს.
მასწავლებლებმა
ნიშნების წერა და მათი აღრიცხვის საშუალებები სტანდარტების საფუძველზე უნდა ააგონ და
არა მექანიკურად შეაჯამონ მრავალი ნიშანი ერთ საბოლოო ნიშნად.
კვლევის შედეგების
შესასრულებლად მასწავლებელი კარგად უნდა ფლობდეს სასწავლო შინაარსს, დასახული მიზნისაკენ
სვლის სასწავლო ტრაექტორიებს, მოსწავლეთა მიერ მოცემული საკითხის ცოდნის ნიმუშებს,
მოცემული საკითხის სწავლისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსაზღვრის ხერხებს.
გარდა ამისა შეფასებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გამო მასწავლებელმა უნდა იცოდეს
მოსწავლეთა მეტაკოგნიციის ( თვითრეგულირების, თვითშეფასების, მოტივაციის) შესახებ არსებული
თეორია და პრაქტიკა.
მოსწავლეთა შეფასებისას
მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ იგი უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ვალიდური და სანდო შეფასების
მონაცემებს, შეძლონ ასეთი მონაცემების განმარტება მოსწავლეებისათვის გასაგებ ენაზე,სწავლების
მისადაგება კლასში მოსწავლეთა მზაობის ერთნაირი დონის მიხედვით შექმნილი ჰომოგენური ჯგუფების საჭიროებებსადმი მაინც
(თუ ინდივიდუალური საჭიროებებისადმი არა), მათი განვითარების უახლესი ზონის განსაზღვრას
და ამ ზონაში სკაფოლდინგი.
მასწავლებელს
ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს მრწამსი, რომ განმავითარებელი შეფასება ფასეულია, იგი
მნიშვნელოვან და ქმედით ინფორმაციას იძლევა მოსწავლის სწავლის შესახებ, განუყოფელია
სწავლებისაგან, მოსწავლე მისი პარტნიორები არიან განმავითარებელ შეფასებასა და სწავლებაში.
კვლევის შედეგების გაზიარება.
კოლეგებთან მოვახდინე
კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. გამართული დისკუსიის
შედეგად მივიღე უკუკავშირი. დისკუსიისა და უკუკავშირის შედეგები გავაცანი დირექციას,
ასევე განხილული იქნა პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე. ჩამოყალიბდა რეკომენდაციები სასკოლო
სასწავლო გეგმაში და სკოლის შინაგანაწესში ცვლილებების შესატანად, რაც შეფასების სისტემას
უფრო მოქნილს, სკოლაზე და მოსწავლეზე ორიენტირებულს გახდის მაღალი აკადემიური მოსწრების
მისაღწევად.
კვლევის შედეგები
გამოვაქვეყნე საკუთარ ბლოგზე და გამოხმაურება მივიღე კომენტარებით.
კვლევის შედეგებით,
რომელებიც მონაცემთა ანალიზს ეყრდნობა, შემუშავდა დასაბუთებული რეკომენდაციები სასკოლო
შეფასებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვის სრულყოფისათვის.
კვლევის მთავარი კითხვა: შეგვიძლია თუ არა არსებული სახელმძღვანელოებით და სტანდარტებით
სწავლის ხარისხის ამაღლება, რა არის ამისთვის საჭირო? შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეთა
სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით მრავალმხრივი შეფასების სისტემის რეალური შესრულება,
გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და რუბრიკების ბლუმის ტაქსონომიის სააზროვნო
დონეების გათვალისწინებით შედგენა სწავლა-სწავლების პროცესს უფრო ხარისხიანს და სახალისოს
გახდის.
No comments:
Post a Comment