Sunday, April 23, 2017

მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე

Saturday, April 22, 2017

მოსწავლის პრეზენტაცია

მეექვსე დღე

დავასრულე მოსწავლეთა ნამუშევრები, მოვამზადე საპრეზენტაციო ფორმატში.
გავაგრძელე სასწავლო გეგმაზე მუშაობა.საპრეზენტაციო მასალა ავტვირთე დისკზე და გამოვაქვეყნე. დავწერე განმავითარებელი კომენტარი ბატონი ელგუჯა ცუცქირიძის ნაშრომზე.

Saturday, April 8, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია


შევავსეთ სასწავლო გეგმა.
 განვიხილეთ საპრეზენტაციო მასალა.
სამუშაო დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. მსმენელები კმაყოფილები დავრჩით შესრულებული სამუშაოთი. განსაკუთრებულ კმაყოფილებას ქალბატონი ასმათ უძილაური გამოხატავდა.

Sunday, April 2, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დავიწყე ბუკლეტის დამზადება, პროექტის შესაბამისად.
დავიწყე სასწავლო გეგმის შედგენა, პროექტის მსვლელობის შესაბამისად.
მოვამზადე პრეზენტაცია.
ჯგუფმა ინტენსიურად იმუშავა და მივიღეთ კმაყოფილება შესრულებული სამუშაოთი.

Saturday, April 1, 2017

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღის რეფლექსია

ჩატარდა პრეზენტაცია ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ.
განხორციელდა პრაქტიკული გავარჯიშება. ბლოგზე გამოვაქვეყნე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები მიმდინარე პროექტის ირგვლივ.


ვახტანგ მეექვსე და კულტურული ეპოქა

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა: რატომ გვჭირდება კულტურა?

თემატური კითხვები:1.თქვენი აზრით კულტურის რომელი სფეროა ყველაზე მნიშვნელოვანი?
2.კულტურის რომელი დარგის წარმომადგენლად ისურვებდი რომ ყოფილიყავი?
3.დავით გურამიშვილის შემოქმედებაში როგორ აისახა XVIII საუკუნის პირველი ნახევრის რეალობა?

შინაარსობრივი კითხვები:1.ჩამოთვალე კულტურის სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები.
2.დაასახელე ვახტანგ მეექვსის ეპოქაში შექმნილი კულტურული ნაწარმოებები.

3.რა როლი შეასრულა ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებულმა სტამბამ კულტურის განვითარებაში?

მერვე დღის რეფლექსია

შევადგინეთ ფასილიტაციის კითხვარი და ავტვირთეთ ბლოგზე